Monday, July 11, 2011

gakvetilis gegma

სასწავლო გეგმის ნიმუში
(პუნქტების მოკლე აღწერა)
1.               გაკვეთილის თემა
პირველი სიყვარული: როგორ უყვარდათ საქართველოში. შეჯამება.
2.               სწავლების საფეხური და კლასი
აღნიშნული გაკვეთილის გეგმა გათვალისწინებულია მეორე საფეხურის, კერძოდ VIII-IX კლასის მოსწავლეებისთვის  
3.               ინტეგრირებული საგნები, მასწავლებლების სახელი, გვარი
საგნები მასწავლებლ(ებ)ის სახელი, გვარი
ქართული ენა და ლიტერატურა.
ხელოვნება.ისტ–ის გამოყენებით
მარიამ ონიანი

მაია ლომინეიშვილი
4.               მოსწავლეთა რაოდენობა
გაკვეთილი ტარდება თერთმეტ მოსწავლესთან
5.               გაკვეთილის სასწავლო მიზნები (საგნების მიხედვით)
აქტივობა 1. კითხვა–პასუხი.
მიზანი: თემისადმი გაუჩნდეს ინტერესი და მიღებული ცოდნა გამოიყენოს.
შედეგი: მოსწავლე შეუძლია პრობლემების არსში წვდომა, იმფორმაციის დაგროვება–გამოყენება და აზრის შესაბამისი ლექსიკით გადმოცეა.
აქტივობა  2. სიყვარული–მარადიული გრძნობა.
მიზანი:  მოსწავლეები გაეცნობიან ლიტერატურისა და ხელოვნების მარადიულ თემას–სიყვარულს. იმსჯელებენ ამ გრძნობის გამოხატვის თავსებურებებზე სხვადასხვა ჯანრის ტექსტში და ფერწერაში.
შედეგი: მოსწავლეებმა შესძლეს მაქსიმალურად გამოეყენებინათ მასალები და თვალსაჩინოდ გაშუქებინათ თემა ,,როგორ უყვარდათ საქართველოში“. მათ კარგად გააცნბიერეს გურამ ასათიანის სიტყვები: ,,ვიდრე ერის გული მისი პირველი გამომხატველის–ეროვნული პოეზიის სახით სიყვარულის უნარს ინარჩუნებს მისი დაბერება არ იქნება“.
აქტივობა  3. ,,სურათი,როგორც ლექსი“.
მიზანი: მოსწავლეები წარმოადგენენ ჯგუფურ ნამუშევრებს და მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით გამოთქვამენ, ასაბუთებენ საკუთარ აზრს ხელოვნების ნაწარმოების შესახებ.
შედეგი: მოსწავლეს შეუძლია ფართო აუდიტორიის წინაშე ნამუშევრის წარდგენა. მსლელობისას იყენებენ შესაბამის ტერმინოლოგიას. ჯგუფური ნამუშევრის წარმოდგენისას საუბრობს იმ მიზეზებზე და ამცანებზე,რომელიც ჯგუფს ქონდა წარმოდგენილი.
აქტივობა  4. ,,სიტყვის და ფერის წარმოდგენა“
მიზანი: მოსწავლეს ესმის, რომ ხელოვნება არის კულტურის თვითგამოხატვის და კომუნიკაციის საშუალება.
შედეგი: მოსწავლე ადარებს ერთმანეთ ერთი პერიოდის ლიტერატურისა და ხელოვების ნიმუშებს, სტილს, თემატიკას კომპოზიციური წყოის მიხედვით.
აქტივობა  5. პოეზიის ხუთი წუთი.
მიზანი: მოსწავეები გაიხსენებენ ლექსებს რომლებიც მათ უყვართ.
შედეგი: მოსწავლეებმა გამოამჟღავნეს პოეზიისადმი სიყვარული და ტექსტის სწორად აღქმის უნარი.
6.               ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
ქართ. VIII  4.  მოსწავლე ამოიცნობს და მეტყეველებისას იყენებს იმგვარ მინიშნებებს როგორიცაა ტონის ცვალებადობა ხმის სიმაღლე(ხმის აწევ–დაწევა),ან საუბრის სიჩქარე, რათა მოამზადოს აუდიტორია ახალი და მნიშვნელოვანი აზრის გასაცნობათ.
  • მოსწავლე აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე წინასწარ ამზადებს და სათანადო სიტუაციაში იყენებს დამხმარე (ვიზუალურ, ელექტრონულ,მუსიკალურ და ა.შ.)მასალებს.
ქართ. VIII  6. მოსწავლე მსჯელობს რა საშუალებებით ახდენს გავლენას ავტორი კონკრეტულ აუდიტორიაზე და როგორ ქმნის განწყობას.
  • მოსწავლე ავტორისეული მიზნის გათვალისწინებით მსჯელობს პერსონაჟტა დახასიათების ხერხებზე.
  • მოსწავლე მსჯელობს იმაზე ტუ რამდენად უწყობს ხელს სხვადასხვა მხატვრული დეტალი ძირითადი იდეის წარმოჩენას.
ს.გ. VIII  2. ისტ–ის მეშვეობით მოსწავლეები მონაწილეობენ ჯგუფურ აქტივობაში და აკავშირებენ ერთმანეთთან ხელოვნების სხვადასხვა ჟანრს.
ს.გ. VIII  4.  მოსწავლე გადმოცემს ემოციით გამოწვეულ ასოციაციებს, შთაბეჭდილებებს.
ს.გ. VIII  8.  მოსწავლე ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქის ნიმუშებს.
7.               თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
კითხვა–პასუხი  5 წთ.
სიყვარული მარადაული გრძნობაა  15 წთ.
,,სურათი, როგორც ლექსი“  10 წთ.
,,სიტყვის და ფერის ხელოვნება“  10 წთ.
პოეზიის ხუთი წუთი   5 წთ.
8.               შეფასება
შეფასება აქტივობა დაკვირვებით, პრეზენტაციის უნარი დაკვირვებითა და ჩანიშვნებით. ჩართულობა ჯგუფში თანამშრომლობა, კონცენტრაციის უნარი, გააზრებისა და კლასიფიცირების უნარი.  
9.          საკლასო მენეჯმენტი _
საგანმანათლებლო რესურსები
 
ტექნიკა და ინსტრუმენტები - ისტ–ი,  პროექტორი.დისკები დისკები, საწერკალამი. ნტვრის ხე შევავსეთ ჩვენი ნატვრებით.
ინფორმაციის წყაროები (ნაბეჭდი, ელექტრონული და სხვა..)
წიგნები, ალბომები, პლაკატები, ბართები, მაკერები, ფერადი ქაღალდები,კომპიუტერი,პროექტორი, დისკები.
პროგრამები:
OpenOffice.Org Presentation,
ვებ–გერდები:

 
 

No comments:

Post a Comment